თბილისსა და ქუთაისში შუაღამისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

1 week ago 5

10 დეკემბრის ღამეს თბილისსა და ქუთაისში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

03.00 საათისთვის  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია უკვე დაშლილი იყო.  თუმცა მოქალაქეები, რომლებიც სახლში მიდიოდნენ, პოლიციამ სხვადასხვა ადგილას  დააკავა –  “მაგდონალდსთან”, “სტამბასთან” და ჭავჭავაძის გამზირზე. 

სოციალურ ქსელში რამდენიმე დაკავების ვიდეო გაავრცელეს მოქალაქეებმა. ერთ-ერთმა დაკავებულმა თორნიკე მსხილაძემ კი თავისი ჩხრეკა და დაკავება პირდაპირ ეთერში გაუშვა.

საიას ხელმზღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ შუაღამისას განაცხადა, რომ ღამე თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე.

“მათ შორის,  ერთი  სისხლით არის დაკავებული”, – აღნიშნავს ის. 

სრულად წაკითხვა