წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მსვლელობა არ გაჩერებულა პარლამენტის შენობასთან, თბილისის საკრებულოსთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან. პარლამენტის სახელით ტკბილეული რესპუბლიკის მოედანზე მიიტანა სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.
საშობაო მსვლელობა გაიმართა რეგიონებშიც: ბათუმში, ქუთაისში, გორსა და სხვა ქალაქებში.
ამ დღეს გროვდება ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებსაც გადაანაწილებენ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. „ალილო“ შობის ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც ბოლო წლებია ეწყობა. პანდემიის დროს ალილოს მონაწილეების რიცხვი შეზღუდული იყო და ისინი ფეხით მსვლელობის ნაცვლად, თბილისის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.