თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — კობახიძე

1 month ago 24

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.

მისი თქმით, 6 აპრილს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ორი ვარიანტი განიხილეს – არსებული აეროპორტის გაფართოება და ახლის აშენება. საბოლოოდ, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა.

„არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით  ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი […]

გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900  მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი 1.26 მილიარდი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით,“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 4.5 მილიონი მგზავრია. ტურიზმის სფეროში „ძალიან დადებითი დინამიკის“ გამო, კობახიძის თქმით, მომავალში მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, „რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.“

სრულად წაკითხვა