WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირის დაკავება დაადასტურა. რუსული წყაროები იტყობინებიან ბელარუს ტურისტზე დაყრდნობით, რომ თბილისის რკინიგზის სადგურზე მას მამაკაცი თავს დაესხა, რადგან ის რუსულ ენაზე საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ ქალს მას შემდეგ დაარტყა, რაც ამ უკანასკნელმა გაცნობაზე უარი უთხრა.

ინციდენტი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოხდა, რუსულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Lenta.ru-მ გააშუქეს ტელეგრამ არხ Baza-ზე დაყრდნობით.

Baza-ს ცნობით, მინსკელმა ფიტნეს-ინსტრუქტორმა, სახელად ალექსანდრამ, უცნობი მამაკაცი თავდასხმაში დაადანაშაულა. ქალის თქმით, მამაკაცი მას შემდეგ დაესხა თავს, რაც გაიგო, რომ იგი რკინიგზის სადგურზე მეგობარს რუსულად ესაუბრებოდა. Baza-ს ინფორმაციით, ქალმა პოლიციას მიმართა. დაკავებისას მამაკაცმა განაცხადა, რომ ქალს მას შემდეგ დაარტყა, რაც მან „უხეშად“ უთხრა გაცნობაზე უარი. ამ ვერსიას ტურისტი უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ მამაკაცის დაკავება დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

This post is also available in: English