22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში მომხდარი სროლის შედეგად, რა დროსაც კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ და დასძინა, რომ ბრალდებული ინციდენტიდან მალევე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა „მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა“.
სამინისტრომ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. „ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო“, – აღნიშნა შსს-მ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:

1 week ago
35







English (US) ·
Georgian (GE) ·