თბილისში რუსული „სიროვარნიას“ პირველი რესტორანი იხსნება

1 day ago 2

თბილისში რუსული „სიროვარნიას“ პირველი რესტორანი იხსნება, ინგლისური სახელწოდებით CHEESEFARM.

Cheesefarm Tbilisi-ის გვერდი უკვე შექმნილია Facebook-ზე, ასევე, საქართველოში „სიროვარნიას“ ფილიალის გახსნის შესახებ ინფორმაცია იძებნება ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

CHEESEFARM-ის მისამართია თავისუფლების მოედანი 7. Smart Press-ის ინფორმაციით, ის სასტუმრო „პარაგრაფის“ პირველ სართულზე განთავსდება.

„სიროვარნია“ რუსული რესტორნების ჰოლდინგის „ნოვიკოვის ჯგუფის“ პროექტია. რუსეთის გარდა, „სიროვარნიას“ ქსელის რესტორნები წარმოდგენილია ყაზახეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ტაჯიკეთში, სომხეთსა და უზბეკეთში.

სრულად წაკითხვა