11
ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თბილღვინო“ ღვინისმაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა. ახალი სივრცეირაკლი აბაშიძის N64-ში მდებარეობს დამომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ პრემიუმ ღვინოებს სთავაზობს. კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია.
მაღაზიასა და ბარში წარმოდგენილია დაახლოებით 120 სახეობის ღვინო მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან, მათშორის: საფრანგეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან; ხელმისაწვდომია თეთრი და წითელი, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ცქრიალა ღვინოები, მათ შორის: შამპანური საფრანგეთის შამპანის რეგიონიდან, იტალიური პროსეკო და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცქრიალა ღვინის ბრენდი – Ferrari, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელიც საქართველოში The Wine-ია.
პროდუქციის ძირითადი ნაწილი უცხოურ ღვინოებს მოიცავს, თუმცა სტუმრები “თბილღვინოს” პრემიუმ კოლექციიდან ქართული ღვინის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო სეგმენტს მოიცავს, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ბიუჯეტურ შეთავაზებებსაც.
The Wine-ის სივრცეში სამომავლოდ საგანმანათლებლოდა თემატური აქტივობები იგეგმება, მათ შორის: დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რაც მიზნად ისახავს ღვინის კულტურის პოპულარიზაციას და საერთაშორისო მეღვინეობის გამოცდილების გაზიარებას.
თიბისი და „თბილღვინო“ 23 წელია პარტნიორები არიან. ბოლო 5 წელში ერთობლივად 48 მილიონი ლარისმოცულობის პროექტები აქვთ განხორციელებული. პარტნიორობა მოიცავს, როგორც რთველის დაფინანსებასა და ვენახების გაშენებას, ასევე, საწარმოო ხაზის გადაიარაღებასა და ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას.
(R)

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·