“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

1 month ago 16

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით დაკონკრეტული პრეტენზიებით მიმართა დეპუტატმა თეა წულუკიანმა, რასაც მხარდამჭერი პოზიტიური მოსაზრებებით ეხმაურება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი:

თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში.

დიახ, სახალხო დამცველმა ყველას უფლება უნდა დაიცვას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ინფორმაციისთვის: “ხმალამოღებული უნდა იცავდეთ განურჩევლად ყველას. თქვენ ხმალამოღებით, ყველას განურჩევლად არ იცავთ, რადგან გრცხვენიათ და ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ. მაშინ მითხარით, რომ არ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა“, – მიმართავს თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს.

სრულად წაკითხვა