თეკლა გერსამიას საქმე: მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

3 hours ago 3

ოპფიციალური ვერსიისა და უკვე წარდგენილი ბრალის თანახმად, 25 წლის ბლოგერმა თეკლა გერსამიამ შელაპარაკების შემდეგ 22 წლის ქმარი ლუკა დარასელია მოკლა. გამოძიება ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს და გერსამიას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელსაც თეკლა გერსამიას დაცვის მხარე ავრცელებს: ადვოკატი აცხადებს, რომ თეკლას, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აიძულეს ხელი მოეწერა აღიარებაზე, რომ ქმარი მოკლა, სინამდვილეში კი ლუკა დარასელიამ ცოლიოს თვალწინ თავად მიიყენა ჭრილოპბები და თეკლა გერსამიამ მისი სხეულიდან დანა ამოიღო, რითაც აიხსნება მისი თითების ანაბეჭდების არსებობა იარაღზე, რომელმაც ლუკა დარასელიას სიკვდილი გამოიწვია. 

ადვოკატი ამბობს, რომ პოლიცია თეკლა გერსამიას შვილთან ერთად სახლში გაშვებას პირდებოდა, თუ აღიარებას ხელს მოაწერდა. 

შემთხვევა თბილისში მოხდა. თეკლა გერსამია შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. 

სრულად წაკითხვა