"თეკლა ტიკ-ტოკერია... ერთი შვილი ჰყავს" - რა არის ცნობილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალზე: ახალი დეტალები

7 hours ago 4

მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. 25 წლის ქალ­მა მე­უღ­ლე მოკ­ლა.
გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 22 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს - 2003 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.გ.-ს, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

  • AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ბიჭი ლუკა და­რა­სე­ლი­აა, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი თეკ­ლა გერ­სა­მია.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუკა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დარ­ჩე­ლი­დან იყო. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ წყვი­ლი ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ. რა მოხ­და ზუს­ტად მკვლე­ლო­ბის დღეს ეს არა­ვინ იცი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.
და­კა­ვე­ბუ­ლი თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ახ­ლობ­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნა მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი ცი­ხე­შია.
"თეკ­ლა ტიკ-ტო­კე­რია. ერთი შვი­ლი ჰყავს, გო­გო­ნა.. პირ­ვე­ლი ქმა­რი ცი­ხე­ში ჰყავს... რო­გორც ვიცი მას და ლუ­კას ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ" - გვიყ­ვე­ბი­ან გო­გო­ნას ნაც­ნო­ბე­ბი.
ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ სო­ფელ დარ­ჩე­ლის მცხოვ­რებ­ლებ­საც. სწო­რედ ამ სოფ­ლი­დან იყო ლუკა:
"ლუკა დარ­სა­ლი­აა, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა. ჩვენს სო­ფელ­ში და­ამ­თავ­რა სკო­ლა და მერე თბი­ლის­ში წა­ვი­და. მისი დედა არის ამ სოფ­ლი­დან და აქ იზ­რდე­ბო­და. ისიც არ ვი­ცო­დით, რომ ლუ­კას ცოლი ჰყავ­და. გა­ვი­გეთ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ ვი­ცით. თა­ვი­დან ით­ქვა, რომ იმ გო­გოს ყო­ფილ­მა ქმარ­მა მოკ­ლაო, ქალ­მა რომ ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა ეს არ ვი­ცო­დით. ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. ჯერ გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი არ არის ცხე­და­რი და დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია. თვი­თონ მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ძა­ლი­ან კარ­გად და­ვა­ხა­სი­ა­თებ, იქ რა მოხ­და, ამა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ" - გვიყ­ვე­ბა ახ­ლო­ბე­ლი.

წყარო: ​ambebi.ge​​​

სრულად წაკითხვა