თბილისში. 25 წლის ქალმა მეუღლე მოკლა.
დაკავებული თეკლა გერსამიას ახლობლები ambebi.ge-სთან საუბარში ამბობენ, რომ გოგონა მეორედ დაოჯახდა. მათი ინფორმაციით მისი პირველი ქმარი ციხეშია.
,,თეკლა ტიკ-ტოკერია. ერთი შვილი ჰყავს, გოგონა.. პირველი ქმარი ციხეში ჰყავს… როგორც ვიცი მას და ლუკას ბინა ნაქირავები ჰქონდათ” – გვიყვებიან გოგონას ნაცნობები.
ჩვენ ვესაუბრეთ სოფელ დარჩელის მცხოვრებლებსაც. სწორედ ამ სოფლიდან იყო ლუკა:
“ლუკა დარსალიაა, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ჩვენს სოფელში დაამთავრა სკოლა და მერე თბილისში წავიდა. მისი დედა არის ამ სოფლიდან და აქ იზრდებოდა. ისიც არ ვიცოდით, რომ ლუკას ცოლი ჰყავდა. გავიგეთ ეს საშინელი ამბავი, დეტალები ჯერ არ ვიცით. თავიდან ითქვა, რომ იმ გოგოს ყოფილმა ქმარმა მოკლაო, ქალმა რომ ჩაიდინა მკვლელობა ეს არ ვიცოდით. ახლა თქვენგან გავიგე ეს ამბავი. ჯერ გადმოსვენებული არ არის ცხედარი და დეტალები ჩემთვის უცნობია. თვითონ მოკლულ ახალგაზრდას ძალიან კარგად დავახასიათებ, იქ რა მოხდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ” – გვიყვება ახლობელი.