WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თელავის რაიონულმა სასამართლომ თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე, იოსებ ჭუაძე 2 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

იოსებ ჭუაძეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალურ ქსელში უხამსი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას ედავება.

მოსამართლე გროგოლ ვატიტაძემ ​მოქალაქის მიერ დაწერილი კომენტარები სამართალდარღვევად მიიჩნია.