გიორგი ჭიღლაძე, რომელმაც 19 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც თელავის სასტუმროს ნომერში რუსულენოვან ტურისტს ქალის სახეში ხელი გაარტყა, სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ 21 ივლისის სხდომაზე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე.
ჭიღლაძეს კვლავ ედება ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,
„ამ ჩადენილ დანაშაულს ვნანობ, რაც მოხდა“, – იტყობინება რადიო თავისუფლება ჭიღლაძის სიტყვებზე დაყრდნობით. „ჩემი მიზანი არ ყოფილა, ეს ასე დასრულებულიყო… ამის თქმა მინდა“.
ჭიღლაძე 19 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც წინა დღეს თელავის სასტუმროს ნომერში ალიონა ნესტერიუკს გაარტყა. იმავე სასტუმროში ინციდენტის პარალელურად ქორწილი იმართებოდა. ქალის ადვოკატის თქმით, ნესტერიუკი იმ ტურისტებს შორის იყო, რომლებიც „უკრაინელები – რუსეთის მოქალაქეები არიან“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მოწმეთა ჩვენებების მიხედვით“, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. ამავე ინფორმაციით, დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
სასტუმრო „აგარანის მამულმა“, სადაც ინციდენტი მოხდა, 20 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, დაახლოებით 20:16 საათზე საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი. „ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს პერსონალი და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და ეცადა კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„20:40 საათზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საქორწინო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ლიფტით ზედა სართულზე ავიდა. მას მყისიერად გაჰყვა სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა სანამ ლიფტი დაბრუნდა, და თანამშრომელი ავიდა მე-3 სართულზე, 20:42 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო“, – აცხადებს სასტუმრო.
20 ივლისის საღამოს, მომიტინგეთა ჯგუფმა თბილისში ჭიღლაძის მხარდასაჭერად მსვლელობა მოაწყო.
This post is also available in:

1 week ago
41







English (US) ·
Georgian (GE) ·