WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – არსებული ინფორმაციით, მას საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა, – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ის კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს.

„-უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა ყველაფერი სცადეს, თუმცა გულის ამუშავება ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდ, სტრესის ფონზე ინფარქტი განუვითარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.