თემურ ქათამაძე ქვეყნიდან უჩუმრად გააძევეს
ბათუმის აქციების მედროშე, მოჯაჰედების შთამომავალი თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს. ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ადასტურებს.
SJC-ის იურისტი “ტვ პირველთან” ამბობს, ქათამაძე გუშინ ღამით ისე გაიყვანეს ქვეყნიდან, რომ უფლებადამცველებისთვის და მისი ახლობლებისთვის არ უცნობებიათ.
ასევე იურისტის თქმით, ბათუმელი მედროშე ქვეყნიდან სარფის გავლით არ გაუყვანიათ.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.