ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელზე, ტემურ ქეცბაიაზე მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოტლანდიური "მოზერველის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატია.
საგულისხმოა, რომ ამის შესახებ უკვე ადგილობრივი მედიაც წერს, რომლის ცნობით, თემურმა გუნდის გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.