თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

1 month ago 9

14

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერიახუთშაბათის შეხვედრები ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდებადა ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას დაეთმობა.

ხუთშაბათის შეხვედრებიახალ სეზონს ამჯერად,მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები  – შალვა ახრახაძე,ფინანსური ლაბორატორიისმმართველი პარტნიორი; თიკო გობეჯიშვილი , ლუკაპოლარესგენერალური დირექტორი და ჯემალ ცეცხლაძე, კოოპერატივმოცვნარისდირექტორი გაუძღვებიან.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები იმ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები  კომპანიის ზრდის პროცესში აწყდებიანრა არის ხშირად დაშვებული შეცდომები, როგორ უმკლავდებიან ამ პროცესს თავად და რა არის ამ გამოწვევებთან გამკლავების მიღებული პრაქტიკები. სტუმრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამსწრე აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხებენ.

ხუთშაბათის შეხვედრების მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

13 მარტის შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/ETsJE8cqoSUDNU5H9

(R)

სრულად წაკითხვა