თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

1 day ago 5

12

თიბისი ლიზინგმა, სააგენტოსაწარმოე საქართველოშიკაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონ დოლარისმოცულობის 3-წლიანი, ფიქსირებულგანაკვეთიანიობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონისგანაკვეთის დიაპაზონი 7.0%-7.50%-ს შეადგენდა, თუმცამაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი 7.25%-ით განისაზღვრა. ინვესტორების გადაჭარბებულიინტერესიდან გამომდინარე გაიზარდა განთავსებისმოცულობა და თავდაპირველად განსაზღვრული 30 მილიონი დოლარი ნაცვლად 45 მილიონ დოლარშეადგინა.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორები ძირითადადფიზიკური პირები არიან. მოზიდულ თანხებს კომპანია სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად გამოიყენებს.  

ვულოცავ თიბისი ლიზინგს კაპიტალის ადგილობრივბაზარზე ყველაზე მსხვილი, დოლარში დენომინირებული, საცალო ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაფასიან ქაღალდებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნადაფიქსირდა; ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციებისინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რაცკომპანიის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზარზეაქტიურობას აგრძელებსერთობლივად უკვე 5 საჯარო ემისია გვაქვს განხორცილებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ ბაზარზე 11 საჯარო ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 800 მილიონ ლარამდე შეადგინა.წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი განთავსებები და შედეგად, მყარად ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას, ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალისდირექტორი.

მინდა მივულოცო თიბისი ლიზინგს 45 მილიონიდოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებითგამოშვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძოსექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალისბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასაქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისსტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიცსააგენტოაწარმოე საქართველოშიბიზნესისმხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელსუწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებსდაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს,-მიხეილ ხიდურელი, სააგენტოსაწარმოე საქართველოშიდირექტორი.

მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, საიმედო პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პრეცედენტს ქმნის ქართულ რეალობაში. $45 მილიონი აშშ დოლარიობლიგაციები პრეცედენტულია და პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რაც ადგილობრივ რითეილბაზარზე გვინახავს. ობლიგაციების განთავსებითმოზიდული ფინანსური რესურსი სრულად მიმართულიიქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სექტორის დაფინანსებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თიბისი ლიზინგი ამ რესურსის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის შექმნას. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედმკაფიო სიგნალი, რომ ბაზრის ნდობა ჩვენი კომპანიისმიმართ ძალიან მაღალია”, გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

თიბისი ლიზინგისაქართველოს სალიზინგო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და 2013 წლიდან ინდუსტრიისლიდერია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობსსხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსა და უკულიზინგს. 2025 წლისივნისის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგსბაზრის 86%-იანი წილი უჭირავს და მისი პორტფელი 604 მილიონ ლარსშეადგენს. ემიტენტის 100%-იან მფლობელსსაქართველოში წამყვანი კომერციული ბანკი, სს თიბისიბანკი წარმოადგენს. „თიბისი ლიზინგსსაქართველოსარასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზემაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მიღებული Fitch Ratings-ისგან – ‘BB’ სტაბილური პერსპექტივით.

(R)

სრულად წაკითხვა