თიბისი: „მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“

3 weeks ago 7

თიბისი ბანკი ეხმაურება საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტებს და მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

„თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.

თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

#ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში

სრულად წაკითხვა