თიბისი ტექსკოლის რეგისტრაციების დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება

2 months ago 18

თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნებ, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალებს მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე.

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრული დაფინანსებითა და ონლაინ კურსებით შეისწავლიან თანამედროვე სამყაროში ყველაზე პოპულარულ ტექნოლოგიურ მიმართულებებს.

ტესკოლაში თიბისის გუნდის წევრები, სფეროს სხვა წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს, შეასწავლიან – ვებგვერდების აწყობას (Front End: HTML, CSS) და მათ პროგრამირებას (Back EndPython), მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX დიზაინს, გრაფიკულ დიზაინს და ციფრულ მარკეტინგსა.

ახალი თაობისთვის განათლების უნიკალური შესაძლებლობების გაჩენა და მათთვის კარიერულ აღმოჩენებში ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტია.

(R)

სრულად წაკითხვა