თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

1 hour ago 3

13

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მეწარმეებს გადახდების მიღების კიდევ უფრო მრავალფეროვან და მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს.

დღეიდან, თიბისის მომხმარებელ ეწარმეებსშესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ობიექტებში, QR კოდით გადახდის ფუნქციონალი დანერგონ. პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას კი, მომხმარებლები მეწარმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, მომენტალურად, როგორც თიბისის, ისე – სამი სხვა ბანკის მობაილბანკით შეძლებენ.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა სრულიად უფასოა, როგორც მეწარმეებისთვის, ისე – მათი პროდუქციის/სერვისის მომხმარებლებისთვის და მათ არანიაირსაკომისიო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, რომელი ბანკის მობაილბანკიდანაც არ უნდა გადარიცხონ თანხა მეწარმის ანგარიშზე.

თანხის QR კოდით გადახდის პროცესი ძალიან მარტივიადა ამისათვის, პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას,მობაილბანკში, პირადი ან საბანკო ანგარიშის მითითება საჭირო აღარ არის. მეწარმე თიბისის ბიზნეს მობაილბანკიდან აგენერირებს QR კოდს, ბეჭდავს მას და განათავებს საკუთარ ობიექტში. მომხმრებელი კი, მობილური ტელეფონის კამერით, ობიექტში განთავსებული QR კოდს ასკანერებს და მისთვისსასურველი ბანკიდან მომენტალურად რიცხავს თანხა მეწარმის ანგარიშზე.

ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მომხმარებლის, ისე –  მეწარმიდროს და გადახდების პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის.

თიბისიში, მომხმარებლების უკუკავშირს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე კი, ვნერგავთ იმ ინოვაციურ გადაწყვეტებს,რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე მეწარმეებისთვის QR კოდით თანხის ჩარიცხვის ფუნქციონალის დანერგვაც. დარწმუნებული ვარ, ახალი შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე – მეწარმეებისთვის და მათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს’’, –ანა კახურიშვილი, თიბისის ალტერნატიული გადახდების გუნდის ლიდერი.

QR კოდით გადახდის ახალი ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: QR გადარიცხვები ბიზნესისთვის | თიბისი ბანკი

(R)

სრულად წაკითხვა