1
თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი მოკლეს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
“ვუყურებ ამ ფოტოს და სისხლი მიშრება. საშინელ ჭრილობას რომელსაც წლებია ვებრძვი ახალი სიღრმე დაემატა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე. არავის ვუსურვებ შვილმკვდარი დედის ყურებას თუ როგორ ეძებს მისი თვალები შველას გამუდმებით, როგორ უნდა რომ ეს სიზმარი იყოს, როგორ არ ეგუება რეალობას და ყოველ ჯერზე როცა შვილს დახედავს და რამეს ეტყვის როგორ ჰგონია რომ ის ახლა პასუხს გასცემს.
ძალიან, ძალიან მწარე და უსამართლოა ეს ყველაფერი,“ – წერს მევლუდ მელაძე.

1 week ago
33







English (US) ·
Georgian (GE) ·