54
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მერაბ კოკოჩაშვილის ბრწყინვალე ფილმია “დიდი მწვანე ველი” – გეოლოგები ნავთობს ეძებენ, იმ მიდამოში, ერთგან, მიწიდან ნავთობი მართლაც ამოდის, ჰოდა, მთავარი გმირი სოსანა მიწას აყრის და მალავს ამ საბადოს, დავიღუპებით, რომ იპოვნონო.
ადრე სოსანასი მიკვირდა და გულიც მწყდებოდა, რომ საქართველოში დიდი ნავთობი არ იყო. მეგონა, დამოუკიდებლობაში დაგვეხმარებოდა. თითქოს რა სჯობს ქერის ორმოში ცხოვრებას, ზიხარ შენთვის და მოჩხრიალებს მიწიდან მუქთა ფული!
მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ, რასა ვართ გადარჩენილები – ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას კიდევ ნავთობი ან რამე ასეთი ძვირფასი რომ დამატებოდა, ამას ნაღდად აღარ შეგვარჩენდნენ.
მუქთი გვაშოროს ღმერთმა, თუ ჭკუით მოვიხმართ, ამ ქვეყანაში ყველაფერი გვაქვს ჩვენი სამყოფი.
რასაც მსოფლიოში ვხედავთ, რესურსებისთვის ბრძოლაა მთავარი თემა, დანარჩენი ლაილაი ადამიანების გასასულელებლად მიდის და, კიდო, მტერი იყოს ამ ქეციანი საერთაშორისო სამართლის იმედად, ატომური ბომბი თუ არ გიდევს ჯიბაჩი, გროშ-კაპიკია მაგის ფასი.”

6 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·