საახალწლო კონცერტებში მონაწილეობაზე მომღერალთა ნაწილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უარი თქვა.
თუმცა უარი არ უთქვამს თიკა ბალანჩინსა და სხვა მომღერლებს, რომელთა ჰონორარიც ბოლო დღეებში არც ისე ცოტაა.
“ნეტგაზეთის“ ცნობით, მომღერალ თიკა ბალანჩინს და ბენდ NEW ONE-ს ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტში მონაწილეობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 46 811 ლარს გადაუხდიან.