თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, მისი ხელფასი არ გაზრდილიყო – მაღლაფერიძე

2 weeks ago 6

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით თინათინ ბერძენიშვილს ხელფასი აღარ გაეზრდება.

როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა თავად ითხოვა, რომ ხელფასი არ გაზრდოდა.

„ჩვენ წინა სამეურვეო საბჭოზე გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი გაგვეზარდა, მაგრამ თავად თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, რომ ხელფასი არ გაზრდილიყო და ეს საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდება ხელფასების მატების ის ტენდენცია, რაც აღებული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. რასაკვირველია, ყველას გვინდა, ხელფასი მეტი იყოს. ეს არ არის პირდაპირ სამეურვეო საბჭოს საქმე, მაგრამ, როგორც ვიცი, დაახლოებით, 450-ზე მეტ ადამიანს ემატება ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება ტალღისებურად, სეგმენტების მიხედვით, თავისი გრადაციით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

2025 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის (დარიცხული) ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

სრულად წაკითხვა