რეჟისორი, დავით დოიაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე მთავარ არხთან, ამბობს:
“მოვლენები ისე შეიცვალა, რომ მართლა არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, მართლა არ ვიცი, მგონია, რომ ცუდი სიზმარია. აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. ვერ აღვიქვამ ამ რეალობას სერიოზულად.
ნუ გვაჯერებთ იმ რეალობას, რომელიც დაუჯერებელია. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია დაგეთანხმოთ იმ რეალობაში, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, არ შეიძლება ამის გამო მე გამომაცხადოთ ტერორისტად ან ჩემი ყველა მსახიობი.
თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მთელი თეატრი ტერორისტები ვართ. სხვანაირად არ ვიცი რა განცხადება უნდა გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ეს როგორ უნდა გამართლდეს, არ ვიცი. ამიტომ მგონია, რომ აბსურდია ეს ყველაფერი”.