როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალედ გამოიყურება და ბუნდესლიგა 2-ის მთავარი ბომბარდირია.
ბუნებრივია, საკითხი, თუ სად გააგრძელებს საოცარ ფორმაში მყოფი ქართველი ფორვარდი კარიერას, მედიაში აქტუალურია.
ამ თემასთან დაკავშირებით "კარლსრუეს" მთავარ მწვრთნელს კრისტიან აიხნერს ჰკითხეს:
"ბუდუ თავს სახლში გრძნობს, ხალხს უყვარს და ისიც ამ ყველაფერს აფასებს. თუმცა, ფეხბურთის წესების იგნორირება შეუძლებელია. თუ შემოვა შეთავაზება, საჭირო იქნება, რომ შევაფასოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია"
"მე შემიძლია მხოლოდ სპორტული მხარე შევაფასო: ბუდუ ჩვენი კალენდარული წლის ერთ-ერთი მთავარი სახეა, რასაც წელს გუნდმა მიაღწია", - აღნიშნა აიხნერმა.