ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
,,თუ გავყვებით მიმდინარე პროცესის ლოგიკას, კიდევ უფრო მძიმე სურათს დავინახავთ:
ქართული ოცნება პარტიების გაუქმების პროცესში ხშირად იყენებს უკრაინის და მოლდოვის მაგალითებს და მათ ფაქტიურად პრეცედენტის სტატუსს ანიჭებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ უკრაინაში პარტიების გაუქმება უკავშირდებოდა მტრის, აგრესორის, ოკუპანტის ინტერსების გატარებას. იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვაზე.
თუ ხელისუფლება ამ პრეცედენტის საფუძველზე მოქმედებს და ესეც არის, რადგან მათ რიტორიკაში ამ პარტიების მისამართით მუდმივად ისმის “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი”, გამოდის რომ ქართული ოცნება მტრად განიხილავს ევროპას და მთლიანად დასავლეთს.
ვითარებას აბსურდულობას მატებს ის, რომ მათივე მიღებულ კონსტიტუციაში არსებობს 78 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია დასავლური, ევროპული კურსი, ანუ მათივე გაგებით კოლაბორაციონალიზმი.
ჩამოყალიბდით ბატონებო – თუ კოლაბორაციონიზმი გაქვთ დაკანონებული, ეს დანაშაულია, ისევე როგორც დანაშაულია კონსტიტუციის დარღვევით მოქმედება, თუ განვითარების ვექტორის საბოტირებას ეწევით თქვენი მოქმედებებით.“
საერთაშიროსო alia.ge