კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ.
სხვა სიბრტყეში გულის მოოხება არ უშველის მაგას, პირიქით, კმაყოფილების სიმულაცია რეალობას გვაშორებს და სტატუსკვოს კიდევ უფრო ამყარებს.
თუ არა და ვიყოთ ასე ცრუ განცდას ამოფარებულები, რომ სამშობლო დავიცავით“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: თელავში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში გამართული ქორწილის დროს კონფლიქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის აივნიდან, სავარაუდოდ რუსმა ტურისტმა ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ სტუმრებს, დამათ სხვადასხვაგვარი სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში, საკითხის გასარკვევად, ქორწილის მონაწილე ავიდა, თუმცა მძიმე საუბარი ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

12 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·