“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აანონსებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო, მოსამართლე გირაოს შეუფარდებს, დაკისრებულ ფინანსურ სანქციას არ გადაიხდის.
“ჩვენ არ ვიყავით იმის მომხრე, რომ ამ საგამოძიებო კომისიას რაიმე სახის ლეგიტიმაცია ჰქონოდა. თუმცა, თუ დამიბარეს არანაირი გირაოს გადახდა ჩემი მხრიდან არ იქნება. ეს არის ძალიან სწორი პროცესი და რისკის გაწევა პოლიტიკოსების მხრიდან. მთავარია, რომ ეს ერთიანობა და ერთიანი პოზიცია იყოს საზოგადოებასთან შეთანხმებული”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.