ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი:
,,ბიძინას სამართალი!
საქართველოს პროკურატურას ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების არაერთი წარმომადგენელი აკრიტიკებს და მას პოლიტიკურად მიკერძოებულ მართლმსაჯულებას უკავშირებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ამ შეფასებას სულ უფრო მეტ საფუძველს აძლევს.
მზია ამაღლობელი სასჯელს იხდის იმ ქმედებისთვის, რომელმაც, ბრალდების მიხედვით, თურმე იძალადა. ამავე დროს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ ფიზიკური ძალადობა. არსებობს ვიდეოჩანაწერები, არსებობს მოწმეები, არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ არ ჩანს პროკურატურის ოპერატიული და პრინციპული რეაგირება.
როდესაც საუბარი მზია ამაღლობელზე იყო, “ბიძინისტები” ერთხმად აცხადებდნენ: „არსებობს კადრები და კანონი უნდა აღსრულდეს“. სრულიად სამართლიანი კითხვა ჩნდება: თუ ვიდეოკადრები საკმარისი იყო ერთ შემთხვევაში, რატომ აღარ არის საკმარისი მეორე შემთხვევაში? რატომ იცვლება სამართლის სტანდარტი იმის მიხედვით, თუ ვინ დგას კამერის მეორე მხარეს? სწორედ ეს არის ჩემი აზრით “ბიძინას სამართალი.
სამართალი არ შეიძლება იყოს შერჩევითი. კანონს არ უნდა ჰქონდეს პარტიული კუთვნილება, პოლიტიკური სიმპათია ან ხელისუფლებისადმი ლოიალობა. თუ ერთი და იგივე მტკიცებულება ერთ შემთხვევაში საკმარისია პასუხისმგებლობის დასაყენებლად, მეორე შემთხვევაშიც იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს.
საზოგადოებას არ სჭირდება შერჩევითი მართლმსაჯულება. საზოგადოებას სჭირდება კანონის უზენაესობა, სადაც ყველა თანასწორია — ხელისუფლების წარმომადგენელიც, ოპოზიციის წევრიც და რიგითი მოქალაქეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულება სამართლის დაცვის ინსტრუმენტი აღარ არის და პოლიტიკური გავლენის იარაღად იქცევა.“

2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·