WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

26

ეპიდემიოლოგი, ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, თბილისის მერის მოადვილის უცნაურ განცხადებას გამოეხმაურა. კახა აბულაძე ირწმუნებ, რომ თითქოს ფაქტია, ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული, თუმცა, იქვე ამბობს, რომ გამოძიებას  ელოდება, რომ გაიგოს საიდან მოხდა დაინფიცირება. თუ ინფიცირების წყარო უცნობია ისევ, ფაქტი როგორაა რომ გარედან შევიდა, 22 ბაღში ერთდროულად, – უცნობია. აბულაძე .

იგი კიდევ ერთ უცნაურ ფრაზას ამბობს:  “საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება”, – როგორც ჩანს ეპიდემიოლოგიური აფეთქებიდან ამდენი დღის მერეც კი, მერის მოადგილეს ნოროვირუსი საგაზაფხულო ვირუსი ჰვონია და წარმოდგენაც არ აქვს ან რა გზით ხდება ინფიცირება, ან გადადება-გავრცელება და ან რა ტიპის სამუშაოები იგეგმება ვირუსის აღმოჩენისას. 

მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

ამაზე ჰოლივუდი ძალიან საინტერესო ფილმს გადაიღებდა – როგორ შევარდა გარედან ვიღაც ნოროვირუსით ინფიცირებული პირი 22 საბაშვო ბაღში, მოაფრქვია თავისი ფეკალიები და ერთდროულად, ერთ დღეს დააინფიცირა ასობით ბავშვი.

სხვა ახსნა ამ ვერსიას არა აქვს. თუ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცა, ერთ დღეს ამდენი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია როგორ გახდა საჭირო? ეს ვერსია სრულიად მისაღები იქნებოდა, აფეთქება მხოლოდ 1 დაწესებულებაში რომ იყოს.

ჯერ მარტო ჩემს ფეისბუქ მეგობრებში მყავს ასობით ეპიდემიოლოგი, ინფექციონისტი და პედიატრი. თუ ვინმე ამას არგუმენტირებულად დამისაბუთებს, მოხარული ვიქნები. იქნებ ჩემი ეპიდემიოლოგიური ცოდნა არ ყოფნის.

ზოგადად ნაკლებად მიყვარს რეგალიების აფიშირება, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, რომ ჩემი დოქტორის ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწორედ ეპიდემიოლოგიური მიმართულებითაა, მაგრამ ბაღების ეპიდაფთქებაზე რა დასკვნები და კომენტარებიც კეთდება, ზურიკელას ბებიის არ იყოს, მაგისთანა რუსული ჩემს სიცოცხლეში არ გამიგონიაო, ეგეთი ეპიდემიოლოგია ჩემს ცხოვრებაში არ გამიგია.

კახა კალაძის მოადგილე ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი “გარედან არის შესული”