თუ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დაიხევს, პრობლემები შეექმნება – ტრამპი

1 day ago 7

1

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს.

“ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, მას პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდი პრობლემები”. – თქვა ტრამპმა Air Forc One-ზე ყოფნისას.

“ჩვენ შევთანხმდით იშვიათ მინერალებზე და ახლა ის [ზელენსკი] ამბობს, “იცით, მე მინდა ხელახლა გადავხედოთ მას. თუ ის აპირებს შეთანხმების გადახედვას, მას დიდი პრობლემები ექნება”. – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ზელენსკის სურს, უკრაინა იყოს NATO-ს წევრი, თუმცა “კარგად იცის, რომ ეს არ მოხდება”.

სრულად წაკითხვა