93
სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, რომელსაც ოლიგარქის პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა და დაკავების დღე გაიხსენა:
,,სინამდვილეში დღის განმავლობაში პოლიციელები იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე ძალადობდა, მე არ ვიცი, ვინც იქ პოლიციელი იყო, იცავდა წესრიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს და რიგს არღვევდნენ, გადმოდიოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ თავისთან შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე მე გამიჩნდა განცდა, რომ უნდა დავიცვა ეს ხალხი, ვინცაა ჩემზე სუსტი და ის პოლიციელი იყო თუ მოძალადე, პირობითად, ნინძა, რომელიც დემონსტრანტებს ძვლებში ამტვრევდა და ძვლებში ამტვრევდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
თუ იმ ვიდეოებს ნახავთ, დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ხაზს არღვევდნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები, ჯგუფად მოდიოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. ისევ უკან წავიდოდნენ, ვიღაც ჩვენიანს წაიყვანდნენ, დემონსტრანტს ვგულისხმობ და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. ამ ჯაჯგურში, ხელისკვრაში მოხდა ალბათ ის ფაქტი, რასაც პროკურორი ეძახის ჩუმად მიპარვას და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია”
რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება.