“თუ “ლელო” მკაფიო არას არ ეტყვის თვითმმართველობის არჩევნებს, ძალიან ბევრ ამომრჩეველს დაკარგავს”– მაგდა მამუკაშვილი

1 day ago 6

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

მიმაჩნია, რომ ლელოს ამომრჩეველი მოვუყვანე. კი სახელებით და გვარებით რომ ვიცი, ეგეთი მარტო 50 ადამიანია. ავუხსენი, მე რატომ ვაძლევდი ხმას და მისცეს ხმა. მთელი ეს პერიოდი ტროლები “ხაზარაძის ლეკვს” მეძახიან, რადგან საჯაროდ ვთქვი, რომ ხმას ლელოს ვაძლევდი. ახლა, თუ ისინი მკაფიო არას არ იტყვიან თვითმმართველობის არჩევნებზე, მეც დამკარგავენ როგორც ამომრჩეველს და ძალიან ბევრს. “ახლა ამაზე საუბარი ადრეა” ძალიან ცუდი პოზიციაა. დიქტატურაში არჩევნებს სჭირდება ბოიკოტირება. ამას ვინც ვერ იაზრებს და მაინც მონაწილეობს, აძლევს ლეგიტიმაციას დიქტატორს. ან მივდივართ საერთო მიზნისკენ და ვშლით რეჟიმს, ან ვეძებთ გზებს მათთან ადაპტირებისათვის. მე ეს მეორე არ შემიძლია.

სრულად წაკითხვა