“თუ ჩლუნგი და მონა არ ხარ ეს უნდა იცოდე” – ხიდაშელი

2 weeks ago 7

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

არსებობს ელემენტარული ჭეშმარიტებები. თუ ჩლუნგი და მონა არ ხარ ეს უნდა იცოდე და დღეს ხმამამაღლა ყვიროდე რეჟიმის შესაჩერებლად. სინამდვილეში ალბათ მონა ხარ, მაგრამ მაინც მერე რომ არ თქვა არ ვიცოდიო:
1. ადამიანს აქვს ღვთისა და კონსტიტუციის მიერ მიერ ნაბოძები თავის დაცვის უფლება. როდესაც გირტყავენ თავს იცავ როგორც შეგიძლია;
2. ადამიანს აქვს ღვთისა და კონსტიტუციის მიერ მიერ ნაბოძები სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც შენს დადუმებას ცდილობენ უფრო ხმამაღლა იწყებ პროტესტს;
3. ადამიანი კანონით უნდა დაემორჩილოს სამართალდამცავის კანონიერ მოთხოვნას, მაგრამ თუ ვერც იმას არკვევს ვინ გასცემს ბრძანებას (სახე, სახელი, საიდენთიფიკაციო ნიშანი არა აქვს) და მოთხოვნაც უკანონოა და მისი ჯანმრთელობის დაზიანებას ან სულაც შესაძლოა სიცოცხლის მოსპობას გულისხმობდეს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს.
4. დაკავების შემდეგ ადამიანზე ძალადობა წამებაა და ამისთვის არსებობს უმკაცრესი პასუხისმგებლობა და სასჯელი;
5. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულიაო კონსტიტუცია რომ ამბობს, ეს იმას ნიშნავს რომ ასე ვიღაც ტიპები მომადგენენ ქუჩაში და ჯიბეები, ჩანთები და სხვა მიჩხრიკონ ამისი უფლება არ არსებობს, შესაბამისად სრულიად კანონიერია რომ არ დავემორჩილო, ადვიკატი მოვითხოვო, მისი იდენტობის დადასტურება ვთხოვო, კანონიერი მიზეზი მოვთხოვო და სხვა;
6. მოსამართლეს იმისთვის აცვია ის მანტია და იმისთვის აქვს მანდატი, რომ დაკავების კანონერება არკვიოს დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი წყაროებით და მტკიცებულებებით და არა იმ ზონდერების ჩვენებებით რომლებზეც იმასაც კი ვერ არკვევს სინამდვილეში იყვნენ იქ თუ არა (გვახსოვს ხომ რომ სახეს და მაიდენთიფიცირებელ ნიშნებს მალავენ);

….. კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება მაგრამ ჯერ ეს იყოს.

სრულად წაკითხვა