გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აცცადებს:
,,4 ოქტომბრის საქმეზე ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს – მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია, ამიტომაც თავისთავად მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.
მესმის რამდენი წლისაც არის, მაგრამ გიხსნით ახლა – სასჯელის ალეტრნატიული საშუალება ამ შემთხვევაში იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შემიძლია გითხრათ, რომ თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, რასაც ბრალდება ედავება და მოინანიებს, ჩვენ გვაქვს სააპელაციო სასამართლოში იმის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა თუ გაასაჩივრებენ და სააპელაციოშ მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ჩვენს შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ”, – განაცხადა გვარაკიძემ.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·