“თურმე რა კარგი ყოფილა ოცნება იმაზე რომ ჩხუბობდა პრემიერი უნდა წავიდეს სამიტზე და არა პრეზიდენტიო” – ხიდაშელი

1 hour ago 2

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, JTEC-ის გახნის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

საქართველო ნატოს სამიტზე ანკარაში არ იქნება

საქართველო არცერთ, მაღალი რანგის შეხვედრების, სადილების, მიღების და ა.შ სიაში არ ფიგურირებს. მოსალოდნელია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კოლეგებს, ასევე სადილზე გამართავენ დისკუსიას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან, ხოლო ნატოს თავდაცვის მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის მინისტრებთან (ამ ჯგუფში ვიყავით ჩვენ).

ზელენსკი სამიტს დაესწრება.

ეს ინფორმაცია, ასევე შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა, ასევე ქართული ოცნების პირობებში ნატო-თბილისის ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია და მოსაწვევებიც შესაბამისად არ ჩანს.

აღსანიშნავია, რომ სამიტის წინა ანალიტიკური პუბლიკაციების უმრავლესობა (მე ასეთი საერთოდ ვერ ვიპოვე მაგრამ დაშვებას ვაკეთებ რომ რამე გამომრჩა), სამმიტის დღის წესრიგში ან დისკუსიების რაუნდში, საქართველოს საერთოდ არ ახსენებს.

ასეთია რეალობა, რომლამდეც მოვედით და თურმე რა კარგი ყოფილა ოცნება იმაზე რომ ჩხუბობდა პრემიერი უნდა წავიდეს სამიტზე და არა პრეზიდენტიო.

სრულად წაკითხვა