თურქეთი ხელს შეუწყობს რუსეთ-უკრაინის მაღალი დონის შეხვედრის ჩატარებას, განაცხადა ერდოანმა

2 months ago 14

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 28 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მან უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ ანკარა მზადაა, ხელი შეუწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი მაღალი დონის მოლაპარაკებების ჩატარებას.

Reuters-ი ამ ცნობაში ეყრდნობა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.
ამ განცხადების თანახმად, ერდოანმა ზელენსკის ასევე უთხრა, რომ თურქეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინის უსაფრთხოებაში მშვიდობის მიღწევის შემდეგ.

სრულად წაკითხვა