WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Turkish opposition MPs during August 5 press conference. Photo: Turkish Grand National Assembly official website.

თურქეთის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის „იზოლაციის“ დასრულება მოითხოვეს და ანკარას სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების აღიარებისა და რეგიონთან პირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის დამყარებისკენ მოუწოდეს.

პრესკონფერენცია თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში 5 აგვისტოს გაიმართა, აფხაზეთის იზოლაციის დასრულებისკენ მიმართული ადგილობრივი აფხაზური დიასპორის კამპანიის ფარგლებში.

თურქეთის პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პრესკონფერენციას სულ მცირე შვიდი პარტიის, მათ შორის „ახალი პარტიის“  (Yeni Parti), „ხალხის თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის“(DEM Parti), „თურქეთის მშრომელთა პარტიის“ (TİP), „ლეიბორისტული პარტიის“ (EMEP), ასევე Saadet Partisi-ს, „დემოკრატიისა და პროგრესის პარტიის“ (DEVA) და „მომავლის პარტიის“ (Gelecek Partisi) წევრები ესწრებოდნენ, რომელთაგან სამი „ახალი გზის“ (Yeni Yol) პარტიის/საპარლამენტო ჯგუფშია გაერთიანებული.

თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ინფორმაცია თურქეთის ოფიციალური პირების მიერ პოზიციის გადახედვის შესახებ არ ვრცელდება. არც ანკარას და არც თბილისს დეპუტატების მოწოდებებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

This post is also available in: English