A Turkish military cargo plane crashed in Georgia. Photo: Imedi TVსაქართველოს შინაგან საქმეთა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი C-130 11 ნოემბერს აზერბაიჯანიდან აფრენის შემდეგ საქართველოში ჩამოვარდა.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით“, – განაცხადა შსს-მ.
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც „საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ჩამოვარდნის ფაქტი და განაცხადა, რომ „სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით“.
მედიის რამდენიმე დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავში 20 ადამიანი იმყოფებოდა.
This post is also available in: English
Read Next
12/11/2025 - 11:45
თურქეთმა განაცხადა, რომ საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
11/11/2025 - 19:37
ყვარელში ძალადობის საქმეზე სამი პირი დააკავეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ორი ადგილობრივი თანამდებობის პირი
05/11/2025 - 16:59
ქურდული სამყაროს წევრობისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 34 პირია დაკავებული
05/11/2025 - 16:09
სუპერმარკეტში ძალადობის ბრალდებით მანჩო გიორგობიანი დააკავეს
03/11/2025 - 12:30
„გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის“ დაკავებულ მომიტინგეს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება
03/11/2025 - 12:22

2 weeks ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·