თურქეთში, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში “პროვოკაციული” პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს.
Reuters-ი წერს, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალური მედიის 261 ანგარიში გამოავლინა, რომლებმაც იმამოღლუსა და 105 სხვა პირის დაკავებასთან დაკავშირებით “დანაშაულისა და სიძულვილის წამქეზებელი პროვოკაციული პოსტები” გამოაქვეყნეს.
ცნობისთვის, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს. ის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა. მერის დაკავების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.