თურქეთში კვლავ დააკავეს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ბრალდებულები

3 hours ago 3

თურქეთში, სხვადასხვა რეგიონში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ [ISIS] კავშირში ეჭვმიტანილი 119 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაციები 30 პროვინციაში ჩატარდა; ადამიანები დააკავეს - სტამბოლსა და ანკარაშიც.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობა, სოციალურ ქსელებში დაჯგუფების პროპაგანდისტული მასალების გავრცელება, დაჯგუფების დაფინანსება შუამავლების ან ეგრეთ წოდებული საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით.

ივნისის ბოლოს, ანკარის სამხრეთით მომხდარი ორმხრივი სროლის დროს, თურქეთის პოლიციამ მოკლა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. ეს, თურქეთის დედაქალაქში, ნატოს სამიტამდე ორი კვირით ადრე მოხდა.

ამის შემდეგ, ანკარის მთავარი პროკურორის განკარგულებით, დააკავეს 209 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან უკიდურეს მემარცხენე დაჯგუფებებთან კავშირში.

სრულად წაკითხვა