თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა – არის მსხვერპლი

1 week ago 12

თურქეთში, ქალაქ სივასში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტობუსი სივას-ერზინჯანის გზატკეცილზე, იმრანლის რაიონულ ცენტრში შესვლისას გადატრიალდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.

დაშავებულები იმრანლის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სრულად წაკითხვა