თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს

1 hour ago 2

თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

თურქეთის პროკურატურის განცხადებით, ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის გამოვლენის მიზნით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში სულ 241 ეჭვმიტანილის ვინაობა დადგინდა, მათგან კი 225 დააკავეს.

დაკავებულთაგან 212 პირი სასამართლოს „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით პატიმრობის შუამდგომლობით წარედგინა, ხოლო 6 ეჭვმიტანილი პროკურატურამ გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 178 ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 34-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლო კონტროლი განისაზღვრა.

სრულად წაკითხვა