თურქი სექს-სიმბოლოს სასიყვარულო თამაშები – საჭურისის როლი, დევნილობა, შიმშილი და რთული გზის შემდეგ მიღწეული წარმატება: ვინ არის სელიმ ბაირაქთარი

1 week ago 7

ცნო­ბი­ლი “სა­ჭუ­რი­სი” სე­რი­ალ “დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნი­დან“ ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქეს­ში. 45 წლის სე­ლიმ ბა­ი­რაქთა­რი თურ­ქეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია, რომ­ლის შე­სა­ხებ ხში­რად წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

სე­ლიმ ბა­ი­რაქ­ტარს მარ­თა­ლია, სა­ჭუ­რი­სის როლი ჰქონ­და, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, სექს-სიმ­ბო­ლოს სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

მის­მა გმირ­მა, სუმ­ბულ აღამ, პირ­ვე­ლი­ვე ეპი­ზო­დე­ბი­დან მო­ი­გო მა­ყუ­რებ­ლის გული და მისი პერ­სო­ნა­ჟის ქა­რიზ­მამ “დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის“ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გმი­რად აქ­ცია.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ბა­ი­რაქთა­რის ცხოვ­რე­ბა­ში. მა­ღა­ზი­ა­ში მუდ­მი­ვად საჭ­მლის ვალი ჰქონ­და, რისი გა­დახ­დაც ძა­ლი­ან უჭირ­და. მისი შე­მო­სა­ვა­ლი თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მწი­რი იყო, მაგ­რამ არ ნებ­დე­ბო­და და მუდ­მი­ვად კას­ტინ­გებ­ზე და­დი­ო­და. კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი იყო სე­რი­ა­ლი “ხიდი“. მისი როლი მცი­რე იყო, მაგ­რამ ჰო­ნო­რარ­მა მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ აღარ ეშიმ­ში­ლა.

ამ დროს სე­ლი­მი უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და ორი ვაჟი ჰყავ­და, ამი­ტომ ოჯახს სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი სჭირ­დე­ბო­და. კას­ტინ­გებ­ზე სი­ა­რულს აგ­რძე­ლებ­და, მაგ­რამ რო­ლებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში ან რეკ­ლა­მებ­ში იღებ­და. მაგ­რამ მსა­ხი­ობს წინ დიდი წარ­მა­ტე­ბა ელო­და. ეს იყო სე­რი­ა­ლი “დი­დე­ბულ სა­უ­კუ­ნე”.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სუმ­ბულ-აღა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც უმ­ნიშ­ვნე­ლო პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც სცე­ნა­რის­ტე­ბი დიდი ყუ­რა­დღე­ბას არ უთ­მობ­დნენ, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის ქა­რიზ­მამ მათ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. ბა­ი­რაქთა­რი იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლად თა­მა­შობ­და ეშ­მა­კი სა­ჭუ­რი­სის როლს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მას­ზე გიჟ­დე­ბო­და. რა თქმა უნდა, ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა სე­ლი­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და მისი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ა­ზე და სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა­ზე.

“თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და მის­თვის სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რის მო­ფიქ­რე­ბა. ის ქა­ლი­ვით მოძ­რა­ობ­და, რაც უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. რა თქმა უნდა, ასე­თი პერ­სო­ნა­ჟის თა­მა­ში რთუ­ლია. ის სა­ჭუ­რი­სია, მაგ­რამ კა­ცად და­ი­ბა­და, ასე რომ, სუმ­ბულ-აღას იგი­ვე ვნე­ბე­ბი ჰქონ­და, რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­განს”, – ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მალე სე­რი­ალ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო და­ი­პყრო. სე­რი­ალ­ში თა­მა­ში მსა­ხი­ო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის კა­რი­ე­რის პი­კად იქცა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ბა­ი­რაქთა­რი იყო, თუმ­ცა მსა­ხი­ობს დიდი ხანი დას­ჭირ­და, რათა სა­ჭუ­რი­სის იმი­ჯის­თვის თავი და­ეღ­წია.

სე­ლიმს უყ­ვარს სპორ­ტი და ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სუ­რა­თებს სპორტდარ­ბა­ზი­დან. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­ვლე­ბო­და, რომ ბა­ი­რაქთა­რი ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი, მაგ­რამ სულ რა­ღაც ორი­ო­დე წლის წინ ეს ლე­გენ­და და­ინ­გრა.

ორი სიყ­ვა­რუ­ლი


სე­ლიმ ბა­ი­რაქთა­რი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ქალ­ზე, სა­ხე­ლად ბიჰტერ­ზე. ეს ქორ­წი­ნე­ბა გა­რე­დან შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ბიჰტე­რი ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში იყო, იშ­ვი­ა­თად ეს­წრე­ბო­და სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და თით­ქმის არა­სო­დეს აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს. ის იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის იდე­ა­ლუ­რი ცოლი.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მათი ქორ­წი­ნე­ბის დაშ­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს. მი­ზე­ზი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გახ­და, რო­დე­საც გა­და­ღე­ბებ­ზე სე­ლი­მი მსა­ხი­ობ ემილ კა­რა­კესს შეხ­ვდა. მათ შო­რის გრძნო­ბე­ბი მყი­სი­ე­რად გაჩ­ნდა. 2019 წელს სე­ლი­მი პირ­ველ ცოლს და­შორ­და.

მსა­ხი­ო­ბი ახ­ლაც ცდი­ლობს ყო­ფილ ცოლ­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ფე­რი თქვას. ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის მძი­მე იყო. სე­ლიმს და ბიჰტერს დიდი შრო­მა დას­ჭირ­დათ, რომ ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია ვარ­სკვლა­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ და მხო­ლოდ 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მსა­ხი­ობ­მა სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი, რა თქმა უნდა, ემი­ლი გახ­და.

ახლა ბა­ი­რაქთა­რის თურ­ქეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბა. მას არა­სო­დეს აკ­ლია რო­ლე­ბი, მაგ­რამ რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, ახლა მსა­ხი მთა­ვა­რი როლი ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლის სიყ­ვა­რუ­ლია.

წყარო : Ambebi.ge

სრულად წაკითხვა