თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია, „იწვის ბალახი" - საგანგებო

1 day ago 1

განახლება: ნიუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დააზუსტეს, რომ ხანძარი ომალოში კი არა წოვათის ხეობაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია.

„ალპურ ზონაში იწვის ბალახი, მიდის სამუშაოები", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძრის შედეგი და კვალი თუშეთის ხეობაში

ხანძრის შედეგი და კვალი თუშეთის ხეობაში

ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. „სამი საათი დასჭირდათ“, - ამბობს თამარ ჯამარიშვილი, რომელმაც ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ცეცხლი მძვინვარებს, გადადის ხმელ ბალახზე, საფრთხე უფრო ძლიერდება, ამას ემატება ქარი, ჯერ ადგილზე არავინ და არაფერი გამოჩენილა, გავიდა დაახლოებით 2სთ. რას მსჯელობთ ასეთ?", - დაწერა მან.

ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ აზუსტებენ დეტალებს, მათ შორის რამდენ ჰექტარზეა გავრცელებული ცეცხლი და რამდენი სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს ადგილზე.

თამარ ჯამარიშვილის ცნობით, ხანძარი დაახლოებით 12:30-ზე გაჩნდა და „ერთი გორა უკვე სრულად გადაიწვა".

სრულად წაკითხვა