23
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი:
დღეს ამბავი გავრცელდა, უკრაინაში, რუსებთან ომში დაცემული გმირის, კახა თილიძის 9 წლის შვილს როგორ უთხრეს ამერიკულ სკოლაში რუსულ კულტურას უნდა გაეცნოო… (ვინც არ იცით,კახა პროფესიონალი სამხედრო იყო, სამუშაო ვიზით და ცხოვრების უფლებით ამერიკაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. საკუთარი სურვილით წავიდა უკრაინაში და იქ დაიღუპა)
თუშმა ბალღმა არ მიიღო ამერიკელი მასწავლებლების შეთავაზება!
თქვა, რომ მამის მკვლელების ცეკვას არ იცეკვებდა! მზად იყო მიეღო დაბალი შეფასება და გართულებული სასწავლო პროცესი!
იმავ წამს მთელმა კლასმა (ამერიკელმა ბავშვებმა) უარი თქვა რუსული ცეკვის სწავლაზე და სკოლის ტერიტორია დატოვა!
ბალღი ბალღად, მაგრამ მანამდე მამამ უარი თქვა ამერიკულ ცხოცრებაზე, უზრუნველ ყოფაზე, ადგა და უკრაინაში წავიდა საომრად!
კახას სიკვდილის ამბავი რო გავიგეთ, კიევში, ჩემს ნაქირავებ პატარა ბინაში შევიყარეთ ქართველობა…
იმაზე ათჯერ მეტი ქართველი მოვიდა, ვიდრე ოდესმე მოსულა! სკამები კი არა, ფეხზე სადგომი ადგილი არ იყო!
ბევრი სიტყვა ითქვა, ზოგმა სპეცმანქანებზე იზრუნა, ზოგმა იარაღზე, ზოგმა საწვავზე, სხვებმა გენშტაბთან შეთანხმებაზე.
სულ 2-3 საათის შემდეგ გავიგეთ, 150 უკრაინელი ჯარისკაცი შესულა ჩვენი ბიჭის გამოსაყვანად!
ერთეულების ხვედრია ეგ!
ძააალიან ერთეულების!
ჩვენში კი, ცოტა ხნის წინ კახას სტენსილი წაგვიშალა კახა კალაძემ!
კიდევ კარგი, გვყავს ხალხი, ვიმც დაუღალავად ხატავს კახას ✊🇬🇪🇺🇦
დიდება გმირებს ✊
დედისტ@@ნა რუსებს!
ვიდეო კახას ჩამოსვენების დროსაა გადაღებული;
საერთაშიროსო alia.ge