“თქვენ გააკეთეთ უკეთესი აქცია და დადეთ შედეგი – ვივამედშია მიშა და კანცელარიაში მთავრობა, ხომ მაგრები ხართ, მიდით!” – გიორგი ჟღენტი ნაციონალურ მოძრაობას

3 hours ago 2

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჟღენტი:

ნაცობა იქამდე იქნება სირცხვილი, სანამ ნაცები ადამიანების გატაცებას, წამებას, უკანონო დაპატიმრებებს, ბიზნესის რეკეტს, სპეცრაზმის მედიაში შეჭრას, აქციების დარბევას და წაქცეული ადამიანების დასისხლიანებას — „სამაგალითო დემოკრატიად“ მოიხსენიებენ.

ცოტა უფრო „დავარცხნილი“ ნაცები კი აღიარებენ, რომ ეს შეცდომა იყო (რეალურად კი — უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგებსაც დღემდე „ქოცების“ სახით ვიმკით), მაგრამ ესეც აფერისტობაა. თუმცა, ეს კატეგორია მაინც ჯობია გიჟ მიშისტებს, რომლებსაც ამის აღიარების ჭკუაც კი არ ჰყოფნით. სექტა აქციაზე გამოსულ ათასობით ადამიანს, რომელსაც წინა რეჟიმმა ცხოვრება გაუმწარა, მიშას ბანერებს უფრიალებს — თანაც იმ ფონზე, როცა ათობით ახალგაზრდა დაკავებულია. არც მორიდება აქვთ, არც სიტუაციის აღქმის უნარი, ვერავინ და ვერაფერი აჩერებთ, მათ შორის თავად მიშაც, რომელმაც რამდენჯერმე სთხოვა ციხიდან სახელს მუ მიტეხავთ და გაჩერდით ზოგჯერ მაინცო, მაგრამ ესენი ხო მიშაზე უფრო მიშისტები არიან, ოჯახს უღალატებენ მიშას გამო.

მერე იგივე ხალხი დადგება და ქოცებს აკრიტიკებენ არადემოკრატიული კანონების მიღების, ხალხის დაჯარიმების, აქციის დარბევის და ბიძინას ბრმა რწმენის გამო. რატომ ღმერთი არ გაიცინებს ამათ უტიფრობაზე.

ვინ დათვლის, რამდენჯერ დაარღვიეს ნაცებმა აღებული პირობა, ჩაშალეს ერთობა, დაშალეს აქცია და გააშავეს პროცესი — მხოლოდ იმიტომ, რომ მის სათავეში ვერ აღმოჩნდნენ. დღეს აბსოლუტურად ყველა პირობა არსებობს ხელისუფლების ცვლილებისთვის, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ვეღარც იმ ხმების ნახევარს იღებენ, რამდენსაც რამდენიმე წლის წინ იღებდნენ. რა გასაკვირია ეს შედეგი, როცა პარტია დატოვა ყველამ, ვისაც წერა-კითხვა, ინგლისური და კომპიუტერის გამოყენება მაინც იცოდა. დღეს პარტიაში სულ რამდენიმე ადამიანიღა დარჩა, ისინიც კლანებად არიან დაყოფილნი და ერთმანეთს ებრძვიან — სანამ მიშა ვივამედიდან წერილს არ მოიწერება და გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

თუ ნაცების ფასადურ პროდასავლურობას არ ჩავთვლით, ქოცსა და ნაცს შორის ვერც ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ ვხედავ — გარდა იმისა, რომ ბიძინა გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის ლუქს-პალატაში, პლაზმური ტელევიზორის წინ, სავარძელში მჯდომ მიშას აიქოსით ხელში თავის სასარგებლო იდიოტად იყენებს.

და მაინც, არავინ უვარდება გიჟ მიშისტს – ბანერი რატომ გიკავიაო, თუ წინ არ გადაუხტები მარშს, სცენაზე არ ავარდები და ჩვენი ბიჭების ბანერებს არ გადაფარავ. და თუ ამდენი ხართ, უკეთესი გზა იცით რეჟიმის დამარცხების და სამოქალაქო საზოგადოება არასწორად იქცევა, მაშინ გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი, ჩვენ რატომ დაგვსდევთ მიშას ბანერებით, ვივამედშია მიშა და კანცელარიაში მთავრობა. ხომ მაგრები ხართ, მიდით!

მგონი თქვენ წარმოადგენთ ახლა ნაცებს.

ხომ გვიწუნებთ ბრძოლას, მასშტაბს, ფორმას, სტრატეგიას, შინაარსს და ყველაფერ სხვას.

ჰოდა, ადექით და დაანონსეთ აქცია. პარტია ხართ თუ კომენტატორები, რას ელოდებით?! ხომ უმრავლესობა ხართ, ხომ ჩვენზე მეტად გიყვართ სამშობლო (ანუ, მიშა) და ჩვენზე მეტად თამამებიც ხართ, საქმე და შედეგი გვაჩვენეთ. რუსთაველზე თქვენი პარტაქტივი რომ უბღაოდა სალომეს გეგმა, გეგმაო, თქვენ გვაჩვენეთ ეგ გეგმა და შესრულება დაიწყეთ.

გვაჩვენეთ მაგალითი. ჩვენს აქციას კი ნუ აკრიტიკებთ, თქვენ გააკეთეთ უკეთესი და დადეთ შედეგი. მიშა ვივამედშია, მთავრობა კანცელარიაში, ბიძინასაც მიაგნებთ.

მაგრამ არაფერს იზამთ, რადგან ეთერებიდან და სოციალური ქსელიდან ტალახის ზელის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ.

სრულად წაკითხვა