პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში მიმართავს ყოფილ თანაგუნდელებს და მათ ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მათ „საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეს“ და გააჩინეს „უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში“.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პატიმარი ღარიბაშვილი ამავე წერილში მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური ინტერესით ხსნის, თუმცა თავის თავზე საუბრის დროს არ იყენებს სიტყვას („პოლიტპატიმარი“), რომელიც მისმა ნათესავებმა გამოიყენეს:
„ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ“.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები